საზოგადოება შოკშია! ზვიად გამსახურდია დაბრუნდა

0
12 views
Загрузка...

საზოგადოება შოკშია! ზვიად გამსახურდია დაბრუნდა

ეს არის ფილმი, სადაც პრობლემაზე ვსაუბრობ ზვიად გამსახურდიას მაგალითზე. ფილმში მას სახელსაც კი არავინ ეძახის. ის არის “ბატონი პრეზიდენტი”. ჩვენ არც ის გვაინტერესებს, მისი გარემოცვის თითოეულ წევრს რა ჰქვია, ჩვენ მოვლენის არსი გვაინტერესებს”, – განაცხადა ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა.

“ხიბულა” ოვაშვილის კინოტრილოგიის დასასრულად მიიჩნევა, რომელშიც ასევე შედის: “გაღმა ნაპირი” და “სიმინდის კუნძული”. როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ოვაშვილის ფილმში აღწერილია ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ბოლო 50 დღე, რომელიც მშობლიური ქვეყნის მიუვალ მთებში გახიზნულმა გაატარა. პრეზიდენტი ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს, თუმცა უხილავი მდევარი აიძულებს მას, თვითონ აირჩიოს გზა საკუთარი დასასრულისკენ. როგორც უკვე ვთქვით, “ხიბულას” სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები.

ფილმის გადაღებები ორი თვის განმავლობაში თბილისსა და დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობდა. სცენარის ავტორი ოვაშვილთან ერთად ჰოლანდიელი დრამატურგი როლაფ იან მინებოოა. ფილმი საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი ნაწარმოებია, მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მსახიობები.

“ხიბულას” მსოფლიო პრემიერა ივლისშია დაგეგმილი, საქართველოში კი ფილმის საპრემიერო ჩვენება სექტემბერში გაიმართება.

საკამოდ კარგა ხნის განმავლობაში ეძებდნენ მთავარი როლის შემსრულებელს. ერთი პერიოდი, მოლაპარაკება დანიელ მსახიობ მედს მიკელსენთან მიმდინარეობდა, რეჟისორი ამბობდა იმასაც, რომ ათამაშებდა ამ როლს ჟან რენოს.

საბოლოოდ როლზე ირანელი მსახიობი შეირჩა.

“რა თქმა უნდა, აქამდეც ვიცოდი, ვინ არის ზვიად გამსახურდია, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი როლი შემომთავაზეს, მასზე ბევრი რამ წავიკითხე, ვნახე ბევრი ჩანაწერი და დოკუმენტური კადრი. გიორგი ოვაშვილმა ძალზე მნიშვნელოვანი როლი მანდო. გამსახურდია არა მარტო საქართველოს პრეზიდენტი, არამედ განდისა და სხვა დიდი მოღვაწის დონის მოაზროვნე იყო. სამწუხაროდ, ის თავისი დიდი იდეების განხორციელებას არ დაელოდა”, – აცხადებს ირანელი მსახიობი ჰუსეინ მახჯუბმა.

დატოვეთ კომენტარი
Loading...