ყველაზე მხიარული ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

0
4 views
Загрузка...

ამბობენ, იუმორი გადაარჩენსო სამყაროს… პირადად მე უპირობოდ ვეთანხმები ამ აზრს. ადამიანი თუ საკუთარ წაუმატებლობასა და შეცდომებზე ახერხებს თავადვე იხუმროს, პესიმიზმი და უიღბლობა მას ვერასოდეს მოერევა.
მაგრამ იუმორის დონე და ზოგადად ნიჭი იმისა, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებს ოპტიმისტური ხედვა დაახვედრო წინ, ყველას როდი უბოძა კოსმოსმა. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს გამოვლენილი ხასიათში ზემოხსენებული, მართლაც რომ შესაშური თვისებები.

ტყუპი – პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველად ითვლება ვერბალური კომუნიკაციის უნარზე აგებს პასუხს ადამიანებში. შესაბამისად, ტყუპის უმეტესობას ენა ხშირად საკმარისზე მეტადაც კი უჭრის. ამას დავუმატოთ ჰაერის სტიქიისთვის დამახასიათებელი უდარდელობა და ოპტიმიზმი, წყენის მალე დავიწყების უნარი და ცვალებადობა, საბოლოო ჯამში კი მივიღებთ ადამიანს, რომელსაც შესანიშნავად ეხერხება გულიანად იცინოს საკუთარ შეცდომებზე და არასოდეს გადააქციოს ტრაგედიად უმნიშვნელო წვრილმანები.

მშვილდოსანი – მას დამსახურებულად უწოდებენ ასტროლოგები “ოპტიმიზმის მამას”, მშვილდოსანი პლანეტა იუპიტრის მფარველობის ქვეშაა, ამ პლანეტას კი როგორც ყველაზე დადებითს, პოზიტიურს და კეთილს ისე ახასიათებს ასტროლოგია. იუპიტერი წარმატებისა და ბედნიერების მომტანი პლანეტაა. იგი პასუხს აგებს მასშტაბებსა და გაფართოებაზე, ამიტომაც არის რომ მშვილდოსნებს უზომოდ დიდსულოვანი და მიმტევებელი ხასიათი გააჩნიათ. ისინი არასოდეს წვრილმანდებიან არაფერზე, მით უმეტეს კონფლიქტებზე. წყენას მალე პატიობენ და მიტევებაც ასევე ადვილად შეუძლიათ. იუმორის გრძნობა კი რომელიც მათი სავიზიტო ბარათია, ხშირად არათუ ერთი ან ორი დიდი საზოგადოების ან სრულიად სოციუმის გასამხიარულებლადაც კი შეუძლია მიმართოს მშვილდოსანმა. მსგავსად მასხრისა, მუდმივად ხალისიანს ვერასოდეს შეატყობთ რა დარდს ატარებს გულით. მისი სახე ხომ ყოველთვის ღიმილითაა გაცისკროვნებული.

მერწყული – დადებითად განვითარებული მერწყული, დიდი ჰუმანისტი და რეფორმატორია. მას შეუძლია ადამიანებს და მთლიანად საზოგადოებას უდიდესი დანაშაულიც კი მიუტევოს. იგი ფილოსოფიურად და გლობალურ ჭრილში აღიქვამს მოვლენებსა და ადამიანებს. ამიტომ არასოდეს ახასიათებს პანიკა, ისტერიული შიში ან აგრესია ვინმეს მისამართით. მერწყული ცინიზმის ზომიერი დოზით გაჯერებული იუმორის პატრონია. მან ყოველთვის იცის სად, როგორ და რანაირად დასვას აქტუალური აქცენტები და ხუმრობს ისე, რომ ვერავინ მოედავება ღია აგრესიასა და ტერორში.

დატოვეთ კომენტარი
Loading...