დასუფთავების მანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა – დაიღუპა ერთი ადამიანი

0
228
samogzauro dazgveva

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, 20 ივლისს, მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა.

“რუსთავი2”-ის ცნობით, დასუფთავების სამსახურის მანქანას მერსედესის მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა. შედეგად დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა. როგორც ტელეკომპანია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, ავარიამდე მიკროავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით მიმდინარეობს.  მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Facebook კომენტარები
samogzauro dazgveva