თავის დაბანის დროს ყველა უშვებს ამ შეცდომას – რატომ ზიანდება სტრუქტურა

0
274
samogzauro dazgveva

არსებობს თავის სწორად დაბანის ტექნიკა. დღეს, ვაპირებთ, გესაუბროთ, იმ გავრცელებული შეცდომების შესახებ, რომლებსაც ადამიანები თავის დაბანის დროს უშვებენ და ვეცდებით, გაჩვენოთ მათი გამოსწორების გზები.

1. დაიბანეთ თავი მაშინ, როდესაც გინდათ: თუ ვარჯიშობთ ან თმები ცხიმიანი გაქვთ, დაიბანეთ ის, თუნდა, ყოველდღე.

2. არ გამოიყენოთ შამპუნი: თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენს თმას ყოველდღიური დაბანა სჭირდება, მაშინ, შამპუნი არ გამოიყენოთ, რადგანაც ეს კანს
გამოაშრობს, თმას კი ძირებიანად დააზიანებს. თავის მხოლოდ წყლის დაბანის შემთხვევაში, წყალში არსებული მკვებავი ნივთიერებები პირდაპირ თმას მიეწოდება.

3. ძლიერი ხეხვა: თავის დაბანის დროს, თმის ძლიერად დავარცხნა ან რაიმე მსგავსის გაკეთება საჭირო არ არის, რადგან ამ დროს, თმის ძირები დასუსტებულია, ამგვარმა ქმედებამ კი შესაძლოა, ისინი დააზიანოს. ამიტომ, თავის დაბანის დროს, თავის კანს მაქსიმალურად ნაზად მოეპყარით.

4. ძალიან ცხელი წყალი: ყველას უყვარს ცხელი აბაზანის მიღება, განსაკუთრებით, დამღლელი დღის შემდეგ, მაგრამ ეს აშრობს თმას. ამიტომაც, ეცადეთ, თავი ნელთბილი წყლით დაიბანოთ. რაც უფრო ცივია წყალი, უფრო მეტად ატენიანებს ის კანს, შესაბამისად, თმა უფრო ჯანმრთელი ხდება.

5. მრავალი სხვადასხვა შამპუნის გამოყენება: ადამიანები ხშირად, დიდი რაოდენობით შამპუნს იყენებენ და ასევე, ცვლიან მას. მაგრამ უკეთესია, თუ მხოლოდ ერთი სახის შამპუნზე შეაჩერებთ არჩევანს.

6. სიჩქარე კონდიციონერის ჩამობანისას: კონდიციონერის წასმა დაიწყეთ თმის შუა ნაწილიდან და გაინაწილეთ ბოლოებისკენ და არასოდეს ჩამოიბანოთ ის სწრაფად, რადგან თუ ასე მოიქცევით, უბრალოდ დროს დაკარგავთ და მეტი არაფერი. წასმის შემდეგ, გაიჩერეთ ის 5-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ, დაივარცხნეთ თმა და ჩამოიბანეთ. აი, ასე კი თმები ნაზი და განოყიერებული გახდება.

7. არ ივლებთ თავზე გრილ წყალს: შხაპის ბოლოს, ეცადეთ, თავზე ყოველთვის გადაივლოთ ცივი წყალი, რადგან ასე თმას ბრწყინვალება ემატება.

8. თმის პირსახოცით გაშრობა: პირსახოცით თმის გაშრობა, შესაძლოა, თმის ღეროები მტვრევადი გახადოს.

Facebook კომენტარები
samogzauro dazgveva