კრედიტებისა და სესხების გადახდის წესი იცვლება

0
665
samogzauro dazgveva

ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა “ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების” პროექტი გამოაქვეყნა.

დებულება ადგენს სესხის გაცემის კრიტერიუმებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ორგანიზაციებისათვის.

პროექტის თანახმად, დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ყველა სახის სესხზე/კრედიტზე, რომელიც გაცემულია ფიზიკურ პირებზე, გარდა სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობის მიზნობრიობით გაცემული სესხების/კრედიტებისა.

როგორც პროექტში წერია “დაუშვებელია ისეთი სესხის/კრედიტის გაცემა, როდესაც მსესხებელი/თანამსესხებელი იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს ვადის ბოლოს. ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით”, – წერია ეროვნული ბანკის მიერ გასაჯაროებულ პროექტში.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისიდან კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის გაცემის პროცედურა გამკაცრდა.

Facebook კომენტარები
samogzauro dazgveva