რევოლუციური აღმოჩენა, კიბოთი დაავადებულთა 97% სტომატოლოგთან ეს პროცედურა აქვს გავლილი!

0
920
samogzauro dazgveva

ამ ბოლო დროს ეს საკმაოდ გავრცელებული სტომატოლოგიური პროცედურაა. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ყველა ექიმი დარწმუნებულია იმაში, რომ ის აბსოლუტურად უსაფრთხოა, უკვე 100 წელია არსებობს აზრი, რომ ის ჯანმრთელობისთვის მავნეა. აშშ–ში ყოველდღე მას 41 000 ადამიანზე მეტი იტარებს.

მაგრამ რა პროცედურაზეა საუბარი?

ფესვის არხი

აშშ-ში, ყოველწლიურად ფესვის არხის მკურნალობის პროცედურას 25 000 000 ადამიანი იტარებს. ყოველი კბილის შიგნით არის რბილი ქსოვილები, რომელიც შედგება ნერვისგან და სისხლძარღვებისგან. როდესაც კბილს ბზარი ან ღრმა ფუღურო გაუჩნდება, ბაქტერიებს შეუძლიათ შეაღწიონ რბილ ქსოვილებში და ამით შეიტანონ ინფექცია კბილის შიგნით. კბილები, რომლებიც ასეთ არხებშია მოთავსებული “მკვდარია” და ამიტომ მათ სხვადასხვა ტოქსიკური ანაერობული ბაქტერიის დაგროვება შეუძლიათ. ამ ბაქტერიის სისხლში მოხვედრის დიდი ალბათობა არსებობს. ეს კი, შეიძლება ბევრი დაავადების მიზეზი გახდეს. ასეთი ტოქსიკური კბილების უმეტესობა ტკივილს არ იწვევს, ამიტომ რთულია თქმა, თუ რომელი კბილი გახდა დაავადების მიზეზი. ამერიკულმა სტომატოლოგიურმა ასოციაციამ განაცხადა, რომ ფესვის არხი უსაფრთხოა.

ექიმი ვესტონ პრაისი სტომატოლოგი და მკვლევარია. 1900 წელს ის ინფიცირებულ ფესვის არხებს მკურნალობდა და მან შენიშნა, რომ მკურნალობის მიუხედავად, ეს არხი მუდამ ინფიცირებული რჩება. ერთხელ მან, ქალს, რომელიც 6 წლის განმავლობაში ვერ დადიოდა, კბილის ამოღება ურჩია, იმის მიუხედავად, რომ კბილი ჯანმრთელი იყო. ის დათანხმდა და ექიმმა ამოღებული კბილი კურდღლის კანის ქვეშ მოათავსა. კურდღელს ართრიტი გაუჩნდა და ის 10 დღეში მოკვდა, ხოლო ქალი გამოჯანმრთელდა. 1922 წელს პრაისმა ორი წიგნის წერას აგრძელებდა, ის აქცენტს სტომატოლოგიურ პათოლოგიებსა და ქრონიკულ დაავადებებს შორის კავშირზე აკეთებდა.

შეიძლება კბილის ფესვი სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს?

1990 წელს, ექიმმა მაინინგმა– ამერიკის ენდოდონტოლოგიური ასოციაციის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ექიმ პრაისის ნაშრომების შესწავლა დაიწყო. ის ამაზე 18 თვის განმავლობაში მუშაობდა და 1993 წლის ივნისში გამოსცა წიგნი «Root Canal Cover—Up,»– რომელიც ამ სფეროში

ფუნდამენტური ნაშრომია.

ექიმ მაინინგის და პრაისის აზრით, “მკვდარი” კბილის არხებში არსებული ბაქტერია, მაღალტოქსიკურ პათოგენებად გადაიქცევა. ამ დროს სტერილიზაცია არაეფექტურია. ხშირად ინფექცია ყბაზე ვრცელდება და გამოხრული კბილების გაჩენის მიზეზი ხდება. სიმპტომებს ვერ ამჩნევთ, ამიტომ შეიძლება “მკვდარი” კბილის აბსცესი გქონდეთ და ამის შესახებ არ იცოდეთ. ფესვის არხი შეიძლება გულის, თირკმელების, ძვლების და ტვინის დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს. სანამ იმუნური სისტემა ძლიერია, ინფიცირებულ კბილში არსებული ბაქტერია თქვენთვის მავნე არ არის, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, ის ინფექციათან ბრძოლას ვერ შეძლებს. ბაქტერია სისხლში ხვდება. ერთ ადამიანს ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. ექიმმა პრაისმა, მისი ფესვის არხის ნაწილი კურდღელს გადაუნერგა. რამდენიმე დღეში, კურდღელს გულის შეტევა დაემართა.

ამბობენ, რომ ფაქტობრივად ყველა ქრონიკული დაავადება ფესვის არხს უკავშირდება. მაგალითად:

გულის;

თირკმელების;

ართრიტს, სახსრებს, რევმატიზმს;

ნევროლოგიურ დაავადებებს;

აუტოიმუნურ დაავადებებს.

ექიმ რობერტ ჯონსის თქმით, არსებობს დიდი კავშირი ფესვის არხსა და მკერდის კიბოს შორის. მან განაცხადა, რომ 300 შემთხვევიდან:

მკერდის კიბოს მქონე ქალების 93%-ს ფესვის არხთან ჰქონდათ პრობლემები, 7%-ს კი, პირის ღრუს სხვა პათოლოგია ჰქონდა.

სტომატოლოგების ამერიკული ასოციაციის და ენდოდონტოლოგების ასოციაციის აზრით, ფესვის არხი ამ დაავადებებს არ უკავშირდება. იმისთვის, რომ გაიგოთ ცოცხალია ბაქტერია თუ არა დნმ–ის ანალიზი უნდა გააკეთოთ.

ზოგიერთი ამბობს, რომ თუ კბილთან რამე პრობლემა გაქვთ, ჯობია ის ამიოღოთ, რადგანაც თუ იმუნური სისტემა ძლიერი არაა ინფექციებს ვერ გაუმკლავდება.

Facebook კომენტარები
samogzauro dazgveva