ყველაზე საშიში პროდუქტები რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ

0
742
samogzauro dazgveva

დღესდღეობით რთულია ჯანსაღი პროდუქტის მიღება. სამწუხაროდ ჩვენ ხშირად გვიწევს უსარგებლო და ძალიან საშიში საკვების მიღება. წარმოგიდგენთ 6 ყველაზე მავნე საკვების სიას, რომელსაც განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ.

1. ტრანსცხიმები

ტრანსცხიმები, ხელოვნური გზით მიიღება ცხიმიანი მცენარეული ზეთებისგან. ჰიდროგენიზაციის მეთოდი თხევად მასას ამკვრივებს და აქცევს მათ მარგარინებად და სპრედებად. მსგავსი ცხიმები ძალიან საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის. ისინი სრულიად ცვლიან მეტაბოლიზმს უჯრედულ დონეზე და ტოქსინებს აგროვებენ.

მსგავსი ცხიმების მიღება ზრდის დიაბეტის, ათეროსკლეროზის, ტესტოსტერონის დაცემის და გასუქების რისკებს.

საშიშია ისეთი პროდუქტები, როგორიცა მარგარინი, სპრედები, მაიონეზი, მდნარი ყველი. ნაღებიც კი თუ მისი პროცენტულობა 82,2 ზე დაბალია.

2. სინთეტიკური შაქრის შემცვლელი.

შაქრის შემცვლელები ძალიან საზიანოა ორგანიზმისთვის. ისინი იწვევენ უძილობას, თავის ტკივილებს, გახშირებულ გულისცემას, მომნელებელი სისტემის დარღვევას და სხვ.

თუ მაინცდამაინც გსურთ შაქრის ამოღება შეცვალეთ ის თაფლით ან ფრუქტოზით.

3. ძეხვეული.

რაოდენ მადის აღმძვრელადაც არ უდნა გამოიყურებოდეს ეს სურათი, გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ამ პროდუქტების 40% შეიცავს ცხიმებს, ტყავს, სუბპროდუქტებს, ასევე ძვლის ფხვნილს. ამას დამატებული არომატიზატორები, გემოს და სუნის გამაძლიერებლები… მოერიდეთ ასეთ პროდუქტებს.

4. გემოს მეფე- გლუტამინ ნატრიუმი (E-621)

მას უმატებენ, ჩიფსებში, გახუხულ პურში, ბულიონის კუბებში, ძეხვეულში. ყოველთვის დაკვირვებით წაიკითხეთ პროდუქტების შემცველობა და თავიდან აიცილეთ საშიში ემულგატორები.

5. შოკოლადი და კარამელი.

სამწუხაროდ ბაზარზე ნამდვილ შოკოლადს იშვიათად თუ შეხვდებით. ხშირ შემთხვევაში ეს არის სხვადასხვა შემცვლელების, ჰიდროცხიმების, ემულგატორების და საღებავების ნაზავი. როდესაც შოკოლადის ყიდვას გადაწყვეტთ, არჩევანი შავ შოკოლადზე გააკეთეთ. დააკვირდით შემადგენლობაში უნდა ეწეროს: კაკაოს ზეთი ( არავითარ შემთხვევაში პალმის, სოიოს და სხვ.), კაკაოს მარცვლები, ლეციტინი და შაქრის პუდრა.

საერთოდ ამოირეთ კბილების და ორგანიზმის მტერი კარამელი თქვენი რაციონიდან და მოერიდეთ მსგავს ტკბილეულს.

6. ნახევარ ფაბრიკატები და სწრაფად მოსამზადებელი პროდუქტები.

ყოველდღიურად იმდენი კიბორჩხალას ჩხირი იყიდება, წესით ეს არსება უკვე გადაშენებული უნდა იყოს. ეს ჩხირები არ შეიცავენ კიბორჩხალას ხორცს. ის შეიცავს: თევზის ფარშს, მცენარეულ ზეთს, არომატიზატორებს, შემასქელებლებს, გემოს გამაძლიერებლებს

 

Facebook კომენტარები
samogzauro dazgveva