“ჩემი დედამთილი ორ კვირაში ერთხელ ჩამოდის, არეულ სახლს მილაგებს, 4-5 დღის საჭმელს მიკეთებს…”

0
152
samogzauro dazgveva

ეს კიდევ ერთი გამოხმაურებაა რძალ-დედამთილის კონფლიქტთან დაკავშირებულ წერილზე. კომენტარის ავტორი, მარი, მისი ოჯახის ამბავს იხმობს მაგალითად და წერს, რომ სხვაგვარი ურთიერთობებიც შეიძლება დამყარდეს რძალსა და დედამთილს შორის, კონფლიქტების გარეშე:

“მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობთ, ორივე ვმუშაობთ, მე პლუს – ვსწავლობ, სასტიკად ვიღლები მთელი დღე. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ყველაფერი მოვასწრო, რთულია სახლიც იდეალურად გქონდეს, საჭმელიც გააკეთო, იმუშაო და ისწავლო ერთდროულად. ჩემი მეუღლე მიგებს ჩვეულებრივ და როცა საჭიროა, მეხმარება კიდეც მილაგებაში. ახლა უკვე ამ ყველაფერთან ერთად ორსულად ვარ…

…აი, ჩემი დედამთილი
არის

ოქრო ადამიანი. რაიონულ ცენტრში ცხოვრობს, ექიმია პროფესიით და მე რომ სიცხეს მაძლევს ან ცუდად ვარ, დედაჩემზე ადრე ის ჩამოდის დასავლეთიდან, ხოლო ჩვეულებრივ დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ ჩამოდის, ჩვენს არეულ სახლს იდეალურად ალაგებს, 4-5 დღის საჭმელს მიკეთებს და თან არაჩვეულებრივად გამოიყურება თავის ასაკთან შედარებით. გვიყვარს ერთმანეთი, პატივს ვცემთ და მარტო იმას ვცდილობთ, როგორ გავახაროთ ერთმანეთი. მამამთილთანაც იგივე ურთიერთობა მაქვს. ჰო მართლა, ბინა ჩემს ქმარს მშობლებმა უყიდეს, თვითონ დასავლეთში ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ და არავინ გვაყვედრის, ჩვენთან რატომ არ ხართ, ან ყოველდღე რატომ არ გვნახულობთო.
მე და ჩემი მეუღლე ვგიჟდებით, ისე გვიყვარს ერთმანეთი, და სახლში რომ მივდივარ, თუ ძალიან დაღლილი ვარ, ჩემი მეუღლე მიკეთებს საჭმელს… ეს ყველაფერი ჯანმრთელ ურთიერთობებად და ოჯახად მიმაჩნია… თქვენც იგივეს გისურვებთ…”

Facebook კომენტარები
samogzauro dazgveva