“ჩემი რძალი ისეთ სცენებს აწყობს, ზაფხულში ბავშვები მშობლიურ სოფელში ვერ ჩამიყვანია“

0
147
samogzauro dazgveva

ზაფხულის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის და ქალაქიდან თავის დაღწევას მეტნაკლებად ყველა ცდილობს, თუმცა დასასვენებლად წასვლა ძვირი სიამოვნებაა, თუ სახლი დასაქირავებელი გაქვს, ფინანსები კი მცირე. მსგავსი პრობლემა, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ ჩვენს მკითხველსაც აწუხებს, რომელიც თავის წუხილს გვიზიარებს.

“როგორ შეიძლება ადამიანს ზაფხულის მოსვლა არ გიხაროდეს. მთელი ოჯახი თბილისში ვიბუგებით. წასასვლელი არსად გვაქვს. ჩემი ქმრის სოფელი ისეთი მიუვალია და უპატრონო, იქაურ სახლში ცხოვრება შეუძლებელია. თან ისეთი ძვირი ჯდება დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, რომ ჩემი ქმრის ზაფხულის ხელფასი ვერანაირად გასწვდება, სულ დასვენებაში რომ გავფანტო ყველაფერი, სექტემბერში

სკოლაში როგორღა გავუშვა ბავშვები. 10 და 12 წლის ბიჭები მყავს. ზღვა ჯერ არ აქვთ ახლოდან ნანახი. ვიკითხე და მითხრეს, “ხაზეიკასთან” ერთადაც რომ დაიქირავო ოთახიო, მინიმუმ 40 ლარი დაგიჯდება ერთი ღამე. ისიც თუ გაგიმართლებსო. ზღვის კურორტებზე ისეთი ფასებია, კარგა ხანია მანდ წასვლა თავიდან ამოვიგდეთ. რაც გავთხოვდი და შვილები მეყოლა, ჩემს მშობლიურ სოფელში დამყავდა ბავშვები, თუმცა ახლა ჩემი ძმის ცოლი ისე გვიაბრიალებს თვალებს, იქ აღარ მიგვესვლება. თუ ჩავდივართ ერთი კვირით, მაშინაც კი ნემსებზე ვზივართ, გაჰყვირის და გაჰკივის ბოლო ხმაზე, გივიკო და ნიკამ დაამტრიეს ხეებს ტოტებიო. ბუზს სპილოდ აქცევს ხოლმე. ასე ირიბად მიგვანიშნებს, რომ იქ ჩვენი

ადგილი არ არის. ერთი მითხარით, ჩემი შვილები რატომ არ იმსახურებენ ბაბუა და ბებიასთან დასვენებას, განა ასე ვაზარალებთ ოჯახს ერთი თვით? ხელცარიელი არასდროს არ ჩავსულვართ, მაგრამ უხასიათო რძლის ხახაში მტერი ჩავარდა. შეიძლება ჩემი მხრიდან არ არის სწორი საქციელი, მაგრამ ბრაზი მერევა, ბავშვები ქალაქში, რომ უნდა მყავდეს მთელი ზაფხული და საკუთარ მშობლებთან ჩასვლა რძალს რომ უნდა ვკითხოთ. დაგვეშავებინოს მაინც რამე. სულ დედაჩემის და მამაჩემის მოწეული პროდუქტებით იკვებებიან, ისინი არჩენენ. თვითონ რომ ჯაფაში იყოს, კიდევ გავუგებდი, დილით გადასული საჭორაოდ, შუადღეს ბრუნდება სახლში.

ეჰ, ჩემი წუხილი წუხილად დარჩება და ეს ზაფხულიც არაფრით იქნება გამორჩეული, ქუჩაში მდგარ ფანტანებს თუ მიუშვერენ ბავშვები ტანს. შემზიზღდა უკვე ზაფხული… იქნებ თბილისში დარჩენილი ბავშვებისთვის რაიმე იაფი გართობა-დასვენების საშუალება მირჩიოთ.

ლანა, 39 წლის.

 

Facebook კომენტარები
samogzauro dazgveva