“ჩემო სიცოცხლე, არ დაუჯერო მათ” – მამის წერილი ქალიშვილს მომავალ საქმროზე

0
133
samogzauro dazgveva

ფსიქოლოგ კელი ფლანაგანს თავის ქალიშვილისთვის არაერთი წერილი დაუწერია და მერე ბლოგში გამოუქვეყნებია. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს.

“მამას სიხარულო,
ცოტა ხნის წინ მე და დედაშენი Google-ში ვეძებდით რაღაცას და შემთხვევით წავაწყდით ყველაზე ხშირად დასმული კითხვების სიას. იცი, რა კითხვა იდგა სიის თავში? “როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი?” გულშეძრულმა სასწრაფოდ გადავიკითხე რამდენიმე უზარმაზარი სტატია, სადაც ქალებს ასწავლიან, როგორ შეინარჩუნონ მარადიული სექსუალურობა, რომ კაცებს რაც შეიძლება დიდხანს აამონ, როგორ და როდის შესთავაზონ თავი და საერთოდ, როგორ მიუძღვნან თავი კაცებს.
ძალიან გავბრაზდი. ჩემო სიცოცხლე, არ დაუჯერო მათ

– შენს წინაშე არასდროს დამდგარა და არც დადგება კაცის შენარჩუნების პრობლემა. შენს წინაშე მხოლოდ ერთი ამოცანაა – გახსოვდეს, რომ კარგი ადამიანის სიყვარულის ღირსი ხარ. ეს რწმენა კარგად შეინახე გულში.

თუ შენი თავის ფასი გეცოდინება, აუცილებლად შეხვდები ბიჭს, რომელიც დაგაფასებს და ვისაც, თავდავიწყებამდე შეყვარებულს, მთელი ცხოვრების გატარება მოუნდება შენთან.

მე გიამბობ ისეთ ბიჭზე, რომელსაც ქალური ხრიკებით შენარჩუნება არ დასჭირდება – ის თავად მოისურვებს შენს გვერდით ყოფნას.
ფეხებზე მკიდია მისი დაყენებული მანერები – არ მაინტერესებს იდაყვებს ხომ არ აწყობს

სუფრაზე, მთავარია, თვალს არ აცილებდეს შენს კოხტა ცხვირს, რომელიც სიცილისას ასე საყვარლად იჭმუხნება ხოლმე.

არ მაინტერესებს, ერკვევა თუ არა ფეხბურთში ან გოლფის თამაში თუ იცის – მთავარია, ბავშვებთან თამაში შეეძლოს, რომლებსაც შენ აჩუქებ და აღფრთოვანებულმა შენიშნოს, როგორ გგვანან ისინი.
ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, ვის აძლევს ხმას – მთავარია თავის გულში შენ დაგაყენოს პირველ ადგილზე.
არ მაინტერესებს მისი რელიგიური აღმსარებლობა, მთავარია თავად აცნობიერებდეს, რომ ცხოვრებაში არსებობს რაღაც წმინდა და იცოდეს, რომ შენ გვერდით გატარებული ცხოვრების ყოველი წუთი წმინდაა.
დაბოლოს, თუ ასეთ კაცს შეხვდები, თუნდაც საერთო ენა ვერ გამოვნახოთ, შენ ამაზე არ იდარდო, ჩვენ ამქვეყნად მაინც ერთი საფიცარი გვეყოლები, შენ, ძვირფასო.
შენი მოსიყვარულე მამიკო”.

” ეს წერილი ჩემს ქალიშვილს დავუწერე, თუმცა ყველა ქალს მინდა მივუძღვნა, – მიმართავს ფლანგანი მკითხველებს – ეძღვნება ყველა ქალს, ვისაც მამისგან ეს სიტყვები არასოდეს გაუგონია. ეს ბიჭების გასაგონადაცაა – მომავალი მამაკაცების, რომლებსაც ასეთი რამეები აუცილებლად უნდა აუხსნას ვინმემ. შეხვდება თუ არა ჩემი ქალიშვილი ასეთ კაცს, მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, გაითვალისწინებენ თუ არა ბიჭები ჩემს ნათქვამს. ვლოცულობ ამისთვის”.

Facebook კომენტარები
samogzauro dazgveva