წერეთელზე მე-14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა და უვნებელი გადარჩა – “ავტოფარეხში ჩავარდა, სადაც “პუფებზე”დაეცა”

0
116
წერეთელზე მე-14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა და უვნებელი გადარჩა – “ავტოფარეხში ჩავარდა, სადაც “პუფებზე”დაეცა”
30-10-2018
samogzauro dazgveva

წერეთლის გამზირზე ერთ–ერთი კორპუსის მე–14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, 25 წლის მამაკაცი უვნებელი გადარჩა. იგი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა.

„მამაკაცი აცხადებს, რომ მას ფანჯარასთან ფეხი დაუცდა და იგი ავტოფარეხში ჩავარდა, სადაც „პუფებზე“ დაეცა. პაციენტს სხეულის დჟეჟილობა აღენიშნება. მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება და რამდენიმე საათი დაკვირვების ქვეშ იქნება“, – აცხადებენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში.

Facebook კომენტარები
samogzauro dazgveva