3 მომაკვდინებელი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა დაიტოვოთ მობილური ტელეფონი ღამით თავთან ახლოს

0
205
samogzauro dazgveva

თუ ძილის წინ მობილურ ტელეფონს ბალიშის ქვეშ იდებთ, ადამიანების იმ 45%-ს ეკუთვნით, ვისაც ღამის საათებშიც კი სჭირდებათ, რომ მობილური მოწყობილობა მაქსიმალურად ახლოს იქონიონ. ღამით თქვენ სიახლოვეს მობილურის დატოვების მიზეზი ძალიან ბევრია. შესაძლოა, თქვენ იმ დროს ჩაგეძინათ, როდესაც ზარს ან შეტყობინებას ელოდით, ან ტელეფონში მაღვიძარას აყენებთ, ან შესაძლოა გეშინიათ თქვენთვის მნიშვნელოვანი შეტყობინება ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ ან კიდევ ელოდებით, რომ ვიღაცა სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაპოსტავს.

მიზეზი ბევრია, შედეგი კი ერთი – ღამის საათებში მობილური მოწყობილობის თქვენს სიახლოვეს დატოვება თქვენს ჯანმრთელობას დააზიანებს. სათითაოდ განვიხილოთ ის ზიანი, რაც ჯანმრთელობას მობილურის სიახლოვეს ძილის გამო მიადგება.

…თქვენს მობილურ მოწყობილობას იმხელა ენერგია აქვს, რომ გაუმართაობის შემთხვევაში შესაძლოა აალდეს და თქვენს საძინებელ ოთახში ხანძარი გამოიწვიოს. თუ მობილური ტელეფონის ბალიშის ქვეშ დადების ჩვევა გაქვთ, აალების შემთხვევაში პატარა ნაპერწკალიც კი ადვილად მოეკიდება ბალიშს და ხანძარი პირდაპირ თქვენი თავის ქვეშ დაიწყება. თუ ეს ნაკლებად შესაძლებლად გეჩვენებათ, უბრალოდ “გუგლის” საშუალებით შეგიძლიათ მოიძიოთ ტეხასის შემთხვევა, სადაც თინეიჯერი Samsung S4-ს არაორიგინალი დამტენით

ტენიდა, ტელეფონი კი ბალიშის ქვეშ ჰქონდა მოთავსებული, ტელეფონი თინეიჯერის ძილის დროს აალდა.

რა შეიძლება გამოიწვიოს დასატენად შეერთებული მობილურის მთელი ღამით დატოვებამ?

მობილურის მიერ გამოცემულ უმცირეს ხმასაც კი თქვენი ძილის და ზოგადად მისი ხარისხის დარღვევა შეუძლია. იმისთვის, რომ კარგად დაისვენეოთ და მეორე დილით განახლებული ენერგიით გაიღვიძოთ, საჭიროა, ღამით 8 საათის განმავლობაში ისე გეძინოთ, რომ აღნიშნული პროცესი არაფერმა დაარღვიოს. როდესაც მობილურ მოწყობილობას თქვენს სიახლოვეს ჩართულ მდგომარეობაში ტოვებთ, გეღვიძებათ ყოველი ახალი მეილის, შეტყობინების, ზარის დროს. გარდა ამისა, თქვენი ტელეფონი ლურჯ შუქს ასხივებს, რომელიც კვლევების თანახმად, სხხეულის მიერ მელატონინის გამომუშავებას აფერხებს და ცირკადულ რითმს არღვევს. ტელეფონის აღნიშნული გამოსხივება მზის სხივების მსგავსია, ამიტომ ჩვენი სხეული საღამოსაც კი ფიქრობს რომ დღეა, რაც ბიოლოგიური საათის დარღვევას იწვევს. საუკეთესო გამოსავლი ის არის, რომ საწოლში ჩაწოლამდე ტელეფონი გამორთოთ, რათა ორგანიზმმა ნორმალურად დასვენება შეძლოს.

მეცნიერებმა ამ დრომდე არ იციან შეუძლია თუ არა მობილურ მოწყობილობასთან თუნდაც გადაჭარბებულ კონტაქტს კიბოს გამოწვევა, თუმცა დადასტურებულია, რომ ტელეფონი ძალიან მცირე რაოდენობის ელექტრომაგნიტურ რადიაციას ასხივებს, როდესაც ის ჩართულ მდგომარეობაშია. თუმცა, კითხვაზე ჯანმრთელობისთვის რა გრძელვადიან რისკებს შეიცავს რადიაცია, მეცნიერებამ ცალსახა პასუხი ჯერ კიდევ ვერ გასცა. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო კვლევებმა ჯანმრთელობაზე ტელეფონის გამოსხივების 100%-იანი გავლენა არ აჩვენა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ის მაინც საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მათი თავის ქალა გაცილებით თხელია ვიდრე მოზარდების შემთხვევაში.

Facebook კომენტარები
samogzauro dazgveva