ლეპტოპები ამერიკიდან — მეორადი და ახალი ლეპტოპები იაფად
MyTech.ge-ზე იყიდება მეორადი და ახალი ლეპტოპები ამერიკიდან — Dell, HP და Lenovo-ს ბიზნეს კლასის მოდელები, რომლებიც აშშ-ში ოფისებისთვის იწარმოება და გამძლეობით გამოირჩევა. ყველა ლეპტოპი ჩამოტანამდე შემოწმებულია: ტესტირებულია ეკრანი, ბატარეა, კლავიატურა, პორტები და SSD/HDD-ის მდგომარეობა. აღწერაში ზუსტად ვუთითებთ პროცესორს, ოპერატიულ მეხსიერებას, დისკს და ბატარეის რეალურ მდგომარეობას.
რატომ ღირს ლეპტოპის ყიდვა MyTech.ge-ზე
ფასი 799₾-დან — მეორადი ლეპტოპები იაფად, ახლის ფასის 40–60%-ში.
გარანტია — ყველა ლეპტოპს აქვს გარანტია და დაბრუნების უფლება.
ორიგინალი ტექნიკა — არანაირი აწყობილი ან შეცვლილი კომპონენტი.
მიწოდება — თბილისში და მთელ საქართველოში, ასევე მაღაზიაში ადგილზე გატესტვის შესაძლებლობა.
რომელი ლეპტოპი აირჩიო
სწავლისა და ოფისისთვის საკმარისია Intel Core i3 ან i5 პროცესორი და 8 GB RAM; დიზაინის, ვიდეომონტაჟისა და პროგრამირებისთვის ურჩევნია i5/i7, 16 GB RAM და SSD. თუ ლეპტოპს ხშირად ატარებ, ყურადღება მიაქციე 13–14 დიუმის მოდელებს (Dell Latitude 7000 სერია, Lenovo ThinkPad X/T სერია) — ისინი მსუბუქია და ბატარეა დიდხანს უძლებს. კითხვების შემთხვევაში დაგვირეკეთ: +995 591 333 809.